Tuesday, November 22, 2016

1.პროექტის სახელწოდება:  სიყვარულო, ძალსა შენსა
2.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს აინტერესებთ ჩვენი სასიქადულო მწერლებისა და პოეტების სასიყვარულო ისტორიები, მათი პირადი ცხოვრების დეტალები, როგორ უყვარდათ და რას განიცდიდნენ.სურთ გაეცნონ პირად მიმოწერებსა და სასიყვარულო თემაზე შექმნილ  პოეტურ ნაწარმოებებს.
3.მიზანი:მოსწავლეები
·         გააცნობიერებენ,რომ სხვადასხვა ეპოქასა და საზოგადოებაში არსებობდა სიყვარულის განსხვავებული კულტურა;
·      გააანალიზებენ მათთვის საინტერესო პიროვნებათა ურთიერთდამოკიდებულებას;
·         განიხილავენ ორ პიროვნებას შორის არსებულ სოციალურ პრობლემებს იმ კონტექსტში, რაც დღესაც აქტუალურია;
·        შეაგროვებენ და შეაფასებენ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს, რათა საკუთარი მიგნებები მიზნებისა და აუდიტორიის შესაბამისად წარმოაჩინონ;
       გამოიყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას ინფორმაციის მოსაპოვლებად და გასამთლიანებლად.
4.მონაწილეთა ასაკი: მე-11 კლასი;
5.ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე;
6.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვის უნარი წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარი;     ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვების, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასების, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენების უნარი მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
   პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი,პრეზენტაცია,პოეზიის საღამო.
7.პროექტისთვის საჭირო რესურსები: პროექტორი,ინტერნეტი,წიგნები,ფორმატის ფურცლები,ფოტოაპარატი,კომპიუტერი.
8.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად.თითოეული ჯგუფის წარმომადგენლები იმუშავებენ მათთვის სასურველი პოეტის პირად წერილებსა და ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე.მუშაობის დასრულების შემდეგ შეაჯამებენ ინფორმაციას, გააკეთებენ კედლის გაზეთს; შექმნიან პრეზენტაციას; მოაწყობენ პოეზიის საღამოს.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. XI. 1.   მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
      · ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·  საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
  · საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
  · ასრულებს საკომუნიკაციო დავალებას იმიტირებულ სიტუაციებში (როლური თამაშები, თეატრალურ-იმპროვიზაციული წარმოდგენები, ინტერვიუს აღება და სხვ.).
 10.პროექტის ხელმძღვანელი:ეკა ხარიბეგაშვილი
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekaxaribegashvili@gmeil.com